კონფერენციის შესახებ
საერთაშორისო კონფერენცია „განათლება, ტექნოლოგიები და ინოვაცია“ ორგანიზებულია ევროპის უნივერსიტეტის მიერ ქუთაისის უნივერსიტეტთან თანამშრომლობით.
კონფერენციის მიზანია განათლების პროფესიონალების, მკვლევრების, ექსპერტების და პოლიტიკის შემქმნელებისთვის საერთო პლატფორმის შეთავაზება, სადაც ისინი შეძლებენ იდეების გაზიარებას სწავლა-სწავლების საუკეთესო პრაქტიკების შესახებ და, ამ გზით, ხელს შეუწყობენ სწავლა-სწავლების არსებული სტრატეგიების გაუმჯობესებასა და განვითარებას როგორც სასკოლო, ისე უმაღლესი განათლების საფეხურზე.
კონფერენციის ფორმატი
ტარდება ონლაინ ფორმატში (ZOOM-ის პლატფორმის გამოყენებით). კონფერენციაში მონაწილეობა და დასწრება თავისუფალია.
პლაგიატის პრევენცია და გამოქვეყნების ეთიკა
საერთაშორისო კონფერენცია „განათლება, ტექნოლოგიები და ინოვაციები“ იცავს მკაცრ ანტიპლაგიატურ პოლიტიკას. ყველა წარმოდგენილი აბსტრაქტი მოწმდება პლაგიატზე Turnitin-ის პროგრამის გამოყენებით და შემდეგ ზიარდება სამეცნიერო კომიტეტთან განსახილველად. პლაგიატის აღმოჩენის შემთხვევაში, აბსტრაქტი ავტომატურად იხსნება განხილვიდან. დამატებითი ინფორმაცია Turnitin-ის პროგრამის შესახებ იხილეთ ბმულზე: https://turnitin.com/.
აბსტრაქტების ბრმა რეცენზირება
აბსტრაქტები გადიან ორმაგი ბრმა მეთოდით რეცენზირებას (ავტორისთვის და რეცენზენტებისთვის ერთმანეთის ვინაობა უცნობია). თითოეული აბსტრაქტი ფასდება ორი რეცენზენტის მიერ. ორმაგი ბრმა მეთოდით რეცენზირების შედეგები ზიარდება აბსტრაქტის ავტორებთან რეგისტრაციისას მათ მიერ მითითებულ ელ. ფოსტაზე.